NBA-ის ყოფილი მოთამაშე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა
NBA-ის ყოფილი მოთამაშე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთადერთი შოტლანდიელი კალათბურთელი რობერტ არჩიბალდი შაბათს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არჩიბალდი 2002 წლის დრაფტზე 32-ე ნომრად აირჩია „მემფისმა”. NBA-ში მან ითამაშა „მემფისში”, „ფინიქსში”, „ორლანდოსა” და „ტორონტოში”.

ევროპაში ბრიტანელმა კალათბურთელმა მოასწრო ესპანეთის, უკრაინისა და იტალიის ლიგებში თამაში.

არჩიბალდმა 78 მატჩი ჩაატარა ევროლიგაში და საშუალოდ, 8.9 ქულა და 4.7 მოხსნა დააგროვა. 2012 წელს, მან ბრიტანეთის ნაკრებში ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშა.

კალათბურთელის სიკვდილის მიზეზის შესახებ არაფერს იტყობინებიან.