NBA-ის თასის 2024 წლის გათამაშება „მილუოკი ბაქსმა“ მოიგო. ვისკონსინის შტატის წარმომადგენლებმა ფინალში „ოკლაჰომა სიტი“ 97:81 დაამარცხეს.
„ბაქსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის მესამე მეოთხედში მოიპოვა და 12-ქულით წინ გავიდა. მეოთხე მეოთხედში „ოკლაჰომამ“ მეტოქესთან ახლოს მისვლა ვერ შეძლო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „მილუოკის“ ბერძენი ფორვარდი იანის ანტეტოკუმპო გახდა, მან სამმაგი დუბლი მიითვალა – 26 ქულა, 19 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.
NBA-ის თასი პირველად გასულ წელს ჩატარდა და „ლეიკერსის“ გამარჯვებით დასრულდა.