NBA-ის საზაფხულო ლიგა „საკრამენტომ“ მოიგო #1TVSPORT
NBA-ის საზაფხულო ლიგა „საკრამენტომ“ მოიგო #1TVSPORT

ლას ვეგასში დასრულდა ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის (NBA) საზაფხულო ლიგის გათამაშება. ბოლო მატჩში „საკრამენტო კინგზმა“ გაანადგურა „ბოსტონ სელტიქსი“ – 100:67 და მეორედ გახდა ლიგის ორგზის ჩემპიონი.

„მეფეებმა“ ტურნირი ხუთ მატჩში ხუთი მოგებით დაასრულეს. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა „ნიუ ორლეანს“, მაგრამ „კინგზს“ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა. „ბოსტონმა“ მესამე ადგილი დაიკავა ოთხი მოგებითა და ერთ წაგებით.

საზაფხულო ლიგის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) „საკრამენტოს“ ფორვარდი ლუის კინგი გახდა. „ბოსტონთან“ გადამწყვეტ მატჩში მან 21 ქულა და ხუთი მოხსნა დააგროვა.

დატოვე კომენტარი