NBA-ის რეგლამენტში სერიოზული ცვლილებები იგეგმება
NBA-ის რეგლამენტში სერიოზული ცვლილებები იგეგმება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას ინფორმაციით, NBA-ის ხელმძღვანელობამ ლიგის გუნდებს გაუგზავნა წინადადებები რეგლამენტში სერიოზული ცვლილებების შესახებ. მოწონების შემთხვევაში, სიახლეები 2021-22 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

ლიგის შეთავაზებაა – 78-მატჩიანი რეგულარული ჩემპიონატი, დამატებითი ტურნირი სეზონის მსვლელობისას, რომლის მომგები გუნდის თითოეული მოთამაშე მიიღებს მილიონს, მწვრთნელი – 1.5 მილიონს. გარდა ამისა, იქნება ტურნირები კონფერენციების მეშვიდე და მერვე ადგილებისთვის, აგრეთვე, პლეი ოფის ოთხი საუკეთესო გუნდის განმეორებითი განთესვა რეგულარული ჩემპიონატის შედეგების საფუძველზე.

ოცდაათივე გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში, რომელიც გაიმართება ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში. თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რვა შეხვედრას (ოთხი შინ, ოთხი გასვლაზე) ჩაატარებს. ჯგუფების ექვსი გამარჯვებული და უაილდ-ქარდის მფლობელი ორი გუნდი მეორე რაუნდში გავა, სადაც მატჩები პლეი ოფის ფორმატში ჩატარდება. ტურნირის ნახევარფინალები და ფინალები ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.