NBA-ის პლეი ოფის დაწყებამდე ორი კვირით ადრე „დენვერ ნაგეტსმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT
NBA-ის პლეი ოფის დაწყებამდე ორი კვირით ადრე „დენვერ ნაგეტსმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის გუნდმა, „დენვერ ნაგეტსმა“ პლეი ოფის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მთავარი მწვრთნელი მაიკლ მელოუნი გაათავისუფლა, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

სეზონის დარჩენილ ნაწილში NBA-ის 2023 წლის ჩემპიონს მელოუნის ასისტენტი დევიდ ადელმანი უხელმძღვანელებს. ის გუნდს მოედანზე პირველად ოთხშაბათს „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გაიყვანს.

მაიკლ მელოუნი „დენვერ ნაგეტსს“ ათი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა. მასთან ერთად გუნდმა ისტორიაში პირველი ტიტულიც მოიპოვა.

რეგულარული სეზონის 79 მატჩის შემდეგ NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში „დენვერ ნაგეტსი“ მეოთხე ადგილზეა. პლეი ოფის დაწყებამდე კოლორადოს წარმომადგენელს სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.