NBA-ის „ოლ სტარი“ - ლებრონ ჯეიმსმა და კეივინ დურანტმა გუნდები დრაფტის პრინციპით აირჩიეს  #1TVSPORT
NBA-ის „ოლ სტარი“ - ლებრონ ჯეიმსმა და კეივინ დურანტმა გუნდები დრაფტის პრინციპით აირჩიეს #1TVSPORT

NBA-ის „ოლ სტარის“ შემადგენლობებმა საბოლოო სახე მიიღო – კაპიტნებმა კევინ დურანტმა და ლებრონ ჯეიმსმა დრაფტზე 11-11 კალათბურთელი აირჩიეს.

ბოლო წლებში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გუნდების დაკომპლექტება ცოტა გაართულა. პირველი ეტაპი გულშემატკივრების, მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და მოთამაშეების გამოკითხვის შედეგად, სასტარტო ხუთეულების შერჩევაა.

ხუთეულები 18 თებერვალს გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ კონფერენცია

სასტარტოებიკაირი ირვინგი (ბრუკლინი), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია).

დასავლეთ კონფერენცია

სასტარტოებისტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

24 თებერვალს მწვრთნელებმა დაასახელეს სათადარიგოები. აღმოსავლეთის კონფერენციის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა (ფილადელფია) და დასავლეთის დამრიგებელმა ქუინ სნაიდერმა (იუტა) სათადარიგოებად 7-7 კალათბურთელი შეარჩიეს. შემადგენლობები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთ კონფერენცია

სათადარიგოები: ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი), ჯეილენ ბრაუნი, ჯეისონ ტეიტუმი (ორივე – ბოსტონი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი), ბენ სიმონსი (ფილადელფია) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდი) შეარჩიეს.

დასავლეთ კონფერენცია

სათადარიგოები: კრის პოლი (ფინიქსი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), პოლ ჯორჯი (კლიპერსი), რუდი გობერიდონოვან მიტჩელი (ორივე – იუტა), დემიან ლილარდი (პორტლენდი) და ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი).

ლებრონი VS დურანტი

მესამე ეტაპი კაპიტნების დრაფტი გახლდათ. კევინ დურანტი, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულია, აღმოსავლეთის გუნდის კაპიტანია, ხოლო ლებრონ ჯეიმსი დასავლეთს უკაპიტნებს. მათ „არჩევან-არადანის“ პრინციპით დრაფტზე 11-11 მოთამაშე აიყვანეს. ეს ის 22 მოთამაშეა, რომლებიც თებერვალში გულშემატკივრებმა, კალათბურთელებმა, ჟურნალისტებმა და მწვრთნელებმა აირჩიეს.

18 თებერვალს დასახელებული სასტარტოები კვლავ ხუთეულის წევრებად დარჩნენ, თუმცა კონფერენციების მიხედვით აღარ არიან განაწილებულნი, ზოგი დურანტის გუნდშია, ზოგიც – ლებრონის.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის „ოლ სტარი“ 8 მარტს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება. თუ აქამდე ვარსკვლავთა მატჩი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, ამჯერად კოვიდპანდემიის გამო მატჩსაც და სხვადასხვა კონკურსსაც ერთი დღე დაეთმობა.