2026 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ახალი ფორმატით გაიმართება, რომელიც გულისხმობს მინი-ტურნირის ჩატარებას.
„ოლ-სტარზე“ სამი გუნდი ითამაშებს. პირველ ორ გუნდს ამერიკელი კალათბურთელები დააკომპლექტებენ. მესამე გუნდში NBA-ის ლეგიონერები ითამაშებენ. სულ აარჩევენ 24 კალათბურთელს (12 მოთამაშე თითო კონფერენციიდან). აქედან 16 ამერიკელი იქნება, 8 უცხოელი. შესაბამისად, თითოეულ გუნდში 8 კალათბურთელს ვიხილავთ.
პირველ სამ მატჩში თითოეული გუნდი ერთმანეთის პირისპირ ითამაშებს, რის შემდეგაც, ორი საუკეთესო ფინალში შეხვდება ერთმანეთს. ყოველი მატჩის ხანგრძლივობა 12 წუთი იქნება.
„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 2026 წლის 15 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.