NBA-ის მენეჯერებმა მომავალი სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელი იწინასწარმეტყველეს #1TVSPORT
NBA-ის მენეჯერებმა მომავალი სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელი იწინასწარმეტყველეს #1TVSPORT

ცნობილმა პორტალმა HoopsHype-მა გამოკითხვა ჩაატარა NBA-ის კლუბებში მომუშავე 15 მენეჯერს შორის. გამოკითხვის მიზანი იყო – გამოევლინათ კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე დიდი პროგრესი ექნება მომავალ რეგულარულ ჩემპიონატში.

თითოეულ გამოკითხულს უნდა დაესახელებინა სამი მოთამაშე, რომლებსაც ყველაზე დიდი გარღვევა შეიძლება ჰქონდეთ ახალ სეზონში. ძირითადად ასახელებენ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი მიიღონ თავიანთ გუნდებში.

გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა „კლივლენდის“ მცველმა დარიუს გარლანდმა, რომელმაც ხმების 24 პროცენტი მიიღო. გასულ სეზონში 21 წლის კალათბურთელმა საშუალოდ 17.4 ქულა, 6.1 შედეგიანი პასი და 24 მოხსნა დააგროვა.

TOP5 გამოკითხვის შედეგების მიხედვით:

  1. დარიუს გარლანდი (კლივლენდი) – 24%
  2. ჯარენ ჯექსონი (მემფისი) – 18,67%
  3. კელდონ ჯონსონი (სან ანტონიო) – 17,33%
  4. ო ჯი ანუნობი (ტორონრო) – 14,67%
  5. პატრიკ უილიამსი (ჩიკაგო) – 9,33%

გამოკითხვაში ასევე მოიხსენიეს: არ ჯეი ბარეტი (ნიუ იორკი), ტაირიზ მაქსი (ფილადელფია) – 8%, ჯეიმს უაიზმენი (გოლდენ სტეიტი), დე′ანდრე ჰანტერი (ატლანტა), დეჯონტე მიურეი (სან ანტონიო), მიკელ ბრიჯესი (ფინიქსი), სპენსერ დინუიდი (ვაშინგტონი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) – 6,67%, მაიკლ პორტერი (დენვერი), გარი ტრენტი (ტორონტო) – 5,33%…