NBA-ის ლეგენდის ვაჟს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს #1TVSPORT
NBA-ის ლეგენდის ვაჟს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს #1TVSPORT

ლეგენდარული კალათბურთელის ქარიმ აბდულ-ჯაბარის ვაჟმა ადამ აბდულ-ჯაბარმა ბრალი აღიარა 2020 წელს მეზობლისთვის დანით ჭრილობების მიყენებაზე, – იტყობინება ABC. სასამართლომ უმცროსი აბდულ-ჯაბარი დამნაშავედ სცნო და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აგრეთვე, ორი წელი პირობითი პატიმრობა მიიღო.

ადამ აბდულ-ჯაბარი სამართალდამცავებმა 2020 წლის ივნისში დააკავეს. მას 60 წლის მეზობელთან კონფლიქტური სიტუაცია ქუჩაში მდგარი ნაგვის ურნების გამო შეექმნა. ჩხუბის დროს აბდულ-ჯაბარმა რამდენჯერმე დაარტყა დიდი სანადირო დანა მამაკაცს, რომლის სახელი არ გაჟღერებულა. დაზარალებულს თავის ქალა გაუტყდა და ბევრი სისხლი დაკარგა.

ადამ აბდულ-ჯაბარმა ბრალი აღიარა. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუ დამნაშავედ სცნობდნენ ბრალდების ყველა პუნქტში.