NBA-ის ლეგენდა და დიდების დარბაზის წევრი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

00:15, 10.08.2026
The Golden State Warriors' head coach Don Nelson is shown during a game against the Washington Wizards on Sunday, March 4, 2007, at the Verizon Center in Washington, DC. (Photo by George Bridges/MCT/Tribune News Service via Getty Images)

The Golden State Warriors' head coach Don Nelson is shown during a game against the Washington Wizards on Sunday, March 4, 2007, at the Verizon Center in Washington, DC. (Photo by George Bridges/MCT/Tribune News Service via Getty Images)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარული მოთამაშე და მწვრთნელი, ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზის წევრი დონ ნელსონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახმა გაავრცელა.

მთავარი მწვრთნელის რანგში NBA-ში გატარებული 31 სეზონის განმავლობაში, ნელსონი სათავეში ედგა „მილუოკის“, „ნიუ იორკს“, „გოლდენ სტეიტსა“ და „დალასს“. მის ანგარიშზე რეგულარულ ჩემპიონატებში 1334 მოგება და 1063 წაგებაა. მოგებების რაოდენობით ის NBA-ის რეკორდს 2022 წლის მარტამდე ინარჩუნებდა, სანამ მისი შედეგი არ გააუმჯობესა „სან ანტონიოს“ დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა.

1994 წელს, ნელსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ნელსონის გაწვრთნილი გუნდები 18-ჯერ მოხვდნენ პლეი ოფში (75 მოგება, 91 მარცხი). სპეციალისტი სამჯერ გახდა NBA-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი (1983, 1985, 1992), მაგრამ ვერცერთხელ ვერ მიიყვანა საკუთარი გუნდები ჩემპიონობამდე.

სამაგიეროდ, ნელსონს დიდი წარმატებები ჰქონდა მოთამაშის რანგში. მან ხუთჯერ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი „ბოსტონის“ შემადგენლობაში, 1978 წელს კი „სელტიქსმა“ სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან მისი მე-19 ნომერი.

2012 წელს დონ ნელონი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მსგავსი