NBA-ის კლუბის მწვრთნელი სომხეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში #1TVSPORT
NBA-ის კლუბის მწვრთნელი სომხეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში #1TVSPORT

კალათბურთში სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა რექს კალამიანი, რომელიც „დეტროიტ პისტონზის“ სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობს.

სომხეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ამერიკელ სპეციალისტთან, რომელსაც სომხური ფესვები აქვს.

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სომხეთის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 28 ივნისიდან 3 ივლისამდე მალტაში გაიმართება.

კალამიანი NBA-ში 30 წელია მუშაობს. ის იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი „კლიპერსში“, „დენვერში“, „მინესოტაში“, „საკრამენტოში“, „ოკლაჰომასა“ და „ტორონტოში“.