NBA-ის კალათბურთელი – ვლადიმირ პუტინი და სი ცზინპინი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ #1TVSPORT

11:00, 30.01.2022

„ბოსტონ სელტიქსის“ ცენტრმა, ენეს კანტერ ფრიდომმა მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა – მან რუსეთისა და ჩინეთის მთავრობის მეთაურებს მსოფლიოსთვის საფრთხე უწოდა.

„ვლადიმირ პუტინი და სი ცზინპინი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ – დაახლოებით ისეთს, როგორიც გლობალური დათბობაა.

რუსეთსა და ჩინეთს სურთ დაანგრიონ დემოკრატია და დანარჩენ მსოფლიოში კომუნიზმის ექსპორტი განახორციელონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ტაივანის მხარდაჭერა“, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ფრიდომ კანტერმა.

მსგავსი