NBA-ის კალათბურთელები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან #1TVSPORT

22:12, 15.04.2025

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეები საშუალოდ ერთ წელიწადში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე ის სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან ფეხბურთში, ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში, ფორმულა 1-ში და NASCAR-ის რბოლებში.

პორტალ Clutch Points-ის მონაცემებით, საშუალოდ წელიწადში კალათბურთელები იღებენ დაახლოებით 7 მილიონ დოლარს. ერთ წელიწადში ფორმულა 1-ის პილოტები გამოიმუშავებენ 4.1 მილიონს, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები – 3.2 მილიონს, NASCAR-ის პილოტები – 1 მილიონს.

მსგავსი