NBA-ის ჩემპიონს ევროლიგაზე დებიუტი ექნება #1TVSPORT

23:01, 10.08.2026

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ჩემპიონი პატი მილზი კარიერაში პირველად ითამაშებს ევროლიგაზე. 37 წლის ავსტრალიელმა გამთამაშებელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ლიონის „ვილერბანთან“.

მილზს NBA-ში „პორტლენდის“, „სან ანტონიოს“, „ბრუკლინის“, „ატლანტას“, „მაიამისა“ და „იუტას“ რიგებში უთამაშია. ყველაზე წარმატებული პერიოდი მას „სან ანტონიოში“ ჰქონდა, რომლის რიგებშიც 2014 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა.

„ვილერბანში“ გადასვლით მილზი „სან ანტონიოში“ ყოფილ პარტნიორს ტონი პარკერს შეუერთდება, რომელიც ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელია.

პატი მილზის ბოლო კლუბი იყო „ტენერიფე“, რომელსაც 2026 წლის მარტში შეუერთდა.

მსგავსი