NBA-ის ჩემპიონი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს #1TVSPORT
NBA-ის ჩემპიონი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მცველი ალექს კარუზო ტექსასის პოლიციამ დააკავა მარიხუანას შენახვისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია ESPN-მა გამოაცხადა.

ორი დღის წინ, კარუზო ცდილობდა ტექსასის შტატის ქალაქ კოლეჯ-სტეიშენის აეროპორტში რეისზე მოხვედრას. სატრასპორტო უსაფრთხოების განყოფილებამ გაჩხრიკა კალათბურთელის ჩანთა და იქ 56 გრამი მარიხუანა აღმოაჩინა. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, კარუზომ დატოვა პოლიციის ოფისი.

კალათბურთელი „ლეიკერსში’ 2017 წლიდან თამაშობს. 2019-20 წლების სეზონში კარუზო ასოციაციის ჩემპიონი გახდა კალიფორნიული კლუბთან ერთად. სულ კალათბურთელმა რეგულარულ სეზონში 184 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 5.9 ქულა, 2.3 პასი და 2.4 შედეგიანი პასი.