ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი რეგულარული სეზონი 21 ოქტომბერს აიღებს სტარტს. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართება: ოკლაჰომა-ჰიუსტონი, ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ი იტყობინება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შობაზე (25 დეკემბერი) ხუთი მატჩი გაიმართება:
ნიუ იორკი-კლივლენდი
ოკლაჰომა-სან ანტონიო
ლეიკერსი-ჰიუსტონი
გოლდენ სტეიტი-დალასი
დენვერი-მინესოტა