NBA-ის ახალი სეზონი 19 ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT
NBA-ის ახალი სეზონი 19 ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რიგით 75-ე სეზონი 19 ოქტომბერს დაიწყება. ამ დღეს გაიმართება ორი შეხვედრა: „ლეიკერსი“-„გოლდენ სტეიტი“ და „მილუოკი“-„ბრუკლინი“.

NBA-ის ხელმძღვანელობა პარასკევს გამოაქვეყნებს სრულ შემადგენლობას, მანამდე კი ასევე ცნობილი გახდა 25 დეკემბერს, საშობაო საღამოს დანიშნული მატჩების განრიგი:

ნიუ იორკი-ატლანტა – 20:00

მილუოკი-ბოსტონი – 22:30

ფინიქსი-გოლდენ სტეიტი – 01:00

ლეიკერსი-ბრუკლინი – 04:00

იუტა-დალასი – 06:30

ასევე გარკვეულია, რომ NBA უბრუნდება რეგულარული ჩემპიონატის ძველ ფორმატს, როცა თითოეულ გუნდს 82 მატჩის გამართვა უწევდა. გასულ სეზონში ეს რიცხვი 72 იყო.