NBA-ის 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრისთვის“ სამი გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
NBA-ის 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრისთვის“ სამი გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

NBA-ის 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრისთვის“ სამი გუნდის შემადგენლობა ცნობილია, ერთი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შერჩეული 24 კალათბურთელი დრაფტის პრინციპით NBA-ის ანალიტიკოსებმა, ჩარლზ ბარკლიმ, შაკილ ო’ნილმა და კენი სმიტმა თავიანთ გუნდებში გაინაწილეს. მეოთხე გუნდი, Team Candace-ი შედგება ლიგის ამომავალი ვარსკვლავებისა და G-ლიგის გამორჩეული მოთამაშეებისგან, რომელსაც უხელმძღვანელებს WNBA-ის ლეგენდა კენდის პარკერი.

წელს „ოლ სტარი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. გაიმართება ორი ნახევარფინალი და მათში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

შაკილ ო’ნილის გუნდი:

ლებრონ ჯეიმსი – ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სტეფენ კარი – გოლდენ სტეიტ უორიორსი
ენტონი დევისი – ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ჯეისონ ტეიტუმი – ბოსტონ სელტიკსი
კევინ დურანტი – ფინიქს სანსი
დეიმიან ლილარდი – მილუოკი ბაქსი
ჯეიმს ჰარდენი – ლოს ანჯელეს კლიპერსი
ჯეილენ ბრაუნი – ბოსტონ სელტიქსი

კენი სმიტის გუნდი:

ენტონი ედვარდსი – მინესოტა ტიმბერვულვზი
ჯეილენ ბრანსონი – ნიუ-იორკ ნიქსი
ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი – მემფის გრიზლსი
ჯეილენ უილიამსი – ოკლაჰომა სითი თანდერი
დარიუს გარლანდი – კლივლენდ კავალიერსი
ევან მობლი – კლივლენდ კავალიერსი
კეიდ კანინგემი – დეტროიტ პისტონსი
ტაილერ ჰიროუ – მაიამი ჰიტი

ჩარლზ ბარკლის გუნდი:

ნიკოლა იოკიჩი – დენვერ ნაგეტსი
იანის ანტეტოკუნმპო – მილუოკი ბაქსი
შაი გილჯეს-ალექსანდერი – ოკლაჰომა სითი თანდერი
ვიქტორ ვემბანიამა – სან ანტონიო სპურსი
პასკალ სიაკამი – ინდიანა პეისერსი
ალპერენ შენგუნი – ჰიუსტონ როკეტსი
კარლ-ენტონი თაუნსი – მინესოტა ტიმბერვულვზი
დონოვან მიტჩელი – კლივლენდ კავალიერსი

2025 წლის „ყველა ვარსკვლავის უქმეები“ სან ფრანცისკოში გაიმართება. მთავარი მატჩი 16 თებერვალს შედგება.