NBA-ის 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში“ მონაწილეთა ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
NBA-ის 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში“ მონაწილეთა ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2025 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა.

წელს „ოლ სტარი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. გამოკითხვის შედეგად არჩეული კალათბურთელებისგან შედგება ოთხი გუნდი. გაიმართება ორი ნახევარფინალი და მათში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

გუნდები დაკომპლექტდება NBA-ის ანალიტიკოსების, ჩარლზ ბარკლის, შაკილ ო’ნილისა და კენი სმიტის მიერ. მეოთხე გუნდი იქნება Rising Stars Challenge-ის გამარჯვებული, რომელსაც კენდეს პარკერი უხელმძღვანელებს. გუნდების შემადგენლობები 6 თებერვალს გვეცოდინება.

დასავლეთ კონფერენცია (ძირითადის წევრები): ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“), კევინ დურანტი („ფინიქსი“), ნიკოლა იოკიჩი („დენვერი“), სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“), შაი გილჯის-ალექსანდერი („ოკლაჰომა“).

რეზერვები: ენტონი ედვარდსი („მინესოტა“), ენტონი დევისი („ლეიკერსი“), ჯეიმს ჰარდენი („კლიპერსი“), ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი („მემფისი“), ალპერენ შენგუნი („ჰიუსტონი“), ჯეილენ უილიამსი („ოკლაჰომა“), ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო“).

აღმოსავლეთ კონფერენცია (ძირითადის წევრები): ჯეილენ ბრანსონი („ნიუ იორკი“), დონოვან მიჩელი („კლივლენდი“), კარლ-ენტონი თაუნსი („ნიუ იორკი“), ჯეისონ ტეიტუმი („ბოსტონი“), იანის ანტეტოკუმპო („მილუოკი“).

რეზერვები: დამიენ ლილარდი („მილუოკი“), დარიუს გერლანდი („კლივლენდი“), ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონი“), კეიდ კანინგემი („დეტროიტი“), ტაილერ ჰიროუ („მაიამი“), ევან მობლი („კლივლენდი“), პასკალ სიაკამი („ინდიანა“).

„ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში“ წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას „სან ანტონიოს“ ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ ვემბანიანა. ფრანგი კალათბურთელი ამ სეზონში საშუალოდ 24.4 ქულას, 10.8 მოხსნასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ასევე ცნობილია ე.წ. ჩატენვების კონკურსის მონაწილე კალათბურთელებიც: მატას ბუზელისი („ჩიკაგო“), სტეფონ კასტლი („სან ანტონიო“), ანდრე ჯექსონ ჯუნიორი („მილუოკი“), მაკ მაკლუნგი („ორლანდო“).

2025 წლის „ყველა ვარსკვლავის უქმეები“ სან ფრანცისკოში გაიმართება. მთავარი მატჩი 16 თებერვალს შედგება.