NBA-ის 2025 წლის ფინალების პირველ მატჩს ბოლო 37 წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე ნაკლებმა ადამიანმა უყურა #1TVSPORT
NBA-ის 2025 წლის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ინდიანა პეისერსი“ და „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ დაუპირისპირდნენ, ბოლო 37 წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე ნაკლებად ყურებადი აღმოჩნდა.
მატჩი საშუალოდ 8.91 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი NBA-მ ბოლოს 1988 წელს მიიღო. ამასთან ერთად, დაფიქსირდა ყველაზე დაბალი რეიტინგიც — 4.7.
აღსანიშნავია, რომ მაჩვენებლები არ მოიცავს პანდემიის პერიოდს (2020 და 2021). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფინალში გასული გუნდი შედარებით პატარა შტატებს წარმოადგენენ და ე.წ. „მცირე ბაზრის“ გუნდები არიან.
„ინდიანა პეისერსმა“, მოულოდნელად, ფინალური სერიის პირველ მატჩში „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ 1110:110 ტაირის ჰალიბარტონის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით დაამარცხა და 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი ხვალ, 9 ივნისს ჩატარდება და მას კვლავ „ოკლაჰომას“ დარბაზი უმასპინძლებს.