ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ოფის დასკვნითი ეტაპი გრძელდება. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსი“ 130:121 დაამარცხა და სუპერფინალს მიუახლოვდა, სერიაში ანგარიში 3:1 გახდა.
მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში მცირე უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო მეოთხე მეოთხედში 13 ქულითაც გავიდნენ წინ, რაც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
„ინდიანას“ რიგებში სამმაგი დუბლი შეასრულა ტაირის ჰალიბარტონმა – 32 ქულა, 12 მოხსნა, 15 პასი, ხოლო თავის გუნდს 30 ქულა შესძინა პასკალ სიაკამმა. სტუმართა შორის კი ყველაზე მეტი, 31 ქულა ჯეილენ ბრანსონს ჰქონდა.
სერიის მეხუთე მატჩი ნიუ იორკში 30 მაისს ჩატარდება.