საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბოსტონ სელტიკსს“ უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლში 107:111 დამარცხდა.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ეს ამ გუნდების ზედიზედ მეორე მატჩი იყო. პირველი ორლანდოელთა გამარჯვებით დასრულდა (123:110). ამჯერად „ბოსტონის“ გამარჯვება საიმონსმა (25 ქულა) და ბრაუნმა (27) განაპირობეს. „ორლანდოს“ ბომბარდირი კი 28 ქულით ბანკერო გახდა.
გოგას სტატისტიკა ასეთი იყო: 15 წუთი, 2 ქულა, 3 დაფარება, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
„მეჯიქი“ უახლოეს მატჩს 11 ნოემბერს შინ „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.