NBA „ფინიქსის“ მფლობელის გადაყენებას აპირებს #1TVSPORT

17:58, 24.10.2021

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობა „ფინიქსის“ მფლობელისთვის რობერტ სარვერისთვის ბრალის წასაყენებლად ემზადება. ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა ჯორდან შულცმა.

წყაროს ცნობით, სარვერი ეჭვმიტანილია რასიზმში, სექსიზმსა და სექსუალურ ზეწოლაში. არსებობს მტკიცებულებების საკმარისი რაოდენობა, შესაბამისად, რეალურია იმის ალბათობა, რომ ლიგა გადააყენებს „ფინიქსის“ მფლობელს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, NBA-მ თანამდებობა დაატოვებინა და კალათბურთს ჩამოაშორა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელი დონალდ სტერლინგი, გამოუწერა 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა, აგრეთვე აიძულა გუნდის გაყიდვა. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სტერლინგის რასისტული გამონათქვამები.

მსგავსი