NBA-ის დღის TOP10 მომენტი და მატჩების სტატისტიკა [ვიდეო]
NBA-ის დღის TOP10 მომენტი და მატჩების სტატისტიკა [ვიდეო]

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია „ვაშინგტონის“ გამთამაშებლის ჯონ უოლის ფეხებსშუა პასი, ეფექტური დაფარება, ბაზერ-ბიტერი და მთელს მოედანზე გარღვევა. აგრეთვე, „კლივლენდის“ გამთამაშებლის მეტიუ დელავედოვას დაფარული პასი, „ნიუ ორლეანის“ მძიმე ფორვარდის ენტონი დევისის ჩატენვა, „ტორონტოს“ ფორვარდის კავაი ლენარდის 360-გრადუსიანი ბრუნით ფარქვეშ შესვლა.

გასული სათამაშო დღის სტატისტიკა –

ბრუკლინი-ატლანტა 144:127 (42:23, 30:43, 39:30, 33:31)
ბ: რასელი (32, 7 პ), ჰოლის-ჯეფერსონი (18), ჰარისი (16), დადლი (16), კეროლი (15), დინუიდი (15), კურუჩი (11), ალენი (11), დევისი (8, 10 მ).
ა: კოლინზი (29, 8 მ), დედმონი (24, 12 მ), ბეიზმორი (20, 7 პ), იანგი (13, 10 პ).

კლივლენდი-ფილადელფია 105:128 (36:29, 22:36, 27:24, 20:39)
კ: ოსმანი (18), კლარკსონი (18), ჰუდი (13), დელავედოვა (13, 7 პ), სექსტონი (12).
ფ: ემბიდი (24, 9 მ), სიმონსი (22, 11 მ, 14 პ), ბატლერი (19), შემეტი (16), რედიკი (14), ჩენდლერი (11, 7 მ).

ინდიანა-ნიუ იორკი 110:99 (28:26, 28:27, 23:20, 31:26)
ი: ოლადიპო (26, 8 მ, 7 პ, 5 ჩ), ტერნერი (24), საბონისი (13, 12 მ), ბოიან ბოგდანოვიჩი (12), იანგი (10).
ნ-ი: კანტერი (20, 15 მ), ჰარდუეი (19), მუდიაი (18), ნოქსი (15), ვონლე (7, 12 მ).

ვაშინგტონი-ლეიკერსი 128:110 (33:23, 38:28, 28:25, 29:34)
ვ: უოლი (40, 14 პ), ბილი (25, 12 მ), დეკერი (20), გრინი (20, 7 მ), სატორანსკი (11), ბრაიანტი (8, 11 მ).
ლ: კოლდუელ-პოუპი (25), კუზმა (20), ჯიემსი (13), ვაგნერი (12), სტივენსონი (12), ბოლი (10).

დალასი-საკრამენტო 113:120 (31:34, 27:27, 25:32, 30:27)
დ: დონჩიჩი (28, 9 პ), ბარნსი (15), მეტიუზი (13), ბრანსონი (12), კლებერი (11), ჯორდანი (8, 23 მ).
ს: ჰილდი (28), ფოქსი (28), ბიელიცა (15, 10 მ, 4 დ), ბოგდან ბოგდანოვიჩი (15, 7 მ), კოული-სტაინი (12, 8 მ).

ნ. ორლეანი-მაიამი 96:102 (28:33, 23:24, 22:28, 23:17)
ნ-ო: დევისი (27, 12 მ, 7 პ), ჰოლიდეი (22), რენდლი (17, 10 მ), მური (11), ჰილი (10, 7 მ).
მ: რიჩარდსონი (22), უეიდი (19), უაიტსაიდი (17, 12 მ), ჯონსონი (15), ჯონსი (11, 8 მ).

დენვერი-ტორონტო 95:86 (23:23, 16:24, 29:25, 27:14)
დ: იოკიჩი (26, 9 მ), მიურეი (19), კრეიგი (13), მორისი (12), პლამლი (10, 7 მ).
ტ: ლეონარდი (29, 14 მ), რაიტი (15, 8 მ), იბაკა (14, 7 მ).