NBA-ის დღის TOP 10 მომენტი [ვიდეო]

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:

„ვაშინგტონის“ მოთამაშეების თომას ბრაიანტის, ჯონ უოლისა და ოსტინ რივერსის, „შარლოტის“ კალათბურთელების, ნიკოლა ბატუმისა და მალიკ მონკის მძლავრი ჩატენვები, „მემფისის“ მცველის. გარეტ ტემპლის ბაზერ-ბიტერი, „ბრუკლინის“ ფორვარდის, როდნი ჰოლის-ჯეფერსონის, „მემფისის“ ცენტრის მარკ გასოლისა და „ინდიანას“ მცველის ვიქტორ ოლადიპოს გადაცემები, აგრეთვე, „ბოსტონის“ მცველის კაირი ირვინგისა და ფორვარდ რობერტ უილიამსის ალეი-უპი.