NBA | ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები დამარცხდნენ #1TVSPORT
NBA | ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები დამარცხდნენ #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები ჩაატარეს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა

ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „კლივლენდ კავალიერსთან“ დიდი ანგარიშით, 82:122 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში. ამჟამად „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ნიუ ორლეანსთან“ სტუმრად 103:109 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 12 წუთი მიიღო, მან 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა თავის გუნდს.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.