NBA | ათთვიანი პაუზის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანზე ორმაგი დუბლით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA | ათთვიანი პაუზის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანზე ორმაგი დუბლით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ბოსტონ სელტიკსმა“ საკუთარ არენაზე, „TD გარდენში“ „დალას მავერიქსს“ უმასპინძლა და მეტოქე 120:100 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჯეისონ ტეიტუმის დაბრუნება იყო. ამერიკელი ვარსკვლავი მძიმე ტრავმის გამო პარკეტზე გასვლას 297 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მან დაბრუნება შესანიშნავი მაჩვენებლებით აღნიშნა, 27 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.

გასული წლის მაისში „ნიუ იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში ტეიტუმმა სერიოზული ტრავმა მიიღო – მას აქილევსის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი. ტეიტუმმა ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას თითქმის 10 თვე მოანდომა.

„ბოსტონის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრაუნი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. დერიკ უაითმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო „დალასის“ მხრიდან 19 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა.