ნაზი ჯანეზაშვილი საერთო სასამართლოებში ჩატარებულ კვლევას არ ენდობა
ნაზი ჯანეზაშვილი საერთო სასამართლოებში ჩატარებულ კვლევას არ ენდობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საერთო სასამართლოებში ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთო სასამართლოებში ჩატარებულ სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოკითხულთა, 69,5%  სრულად ენდობა სასამართლოს.

ნაზი ჯნეზაშვილს მიაჩნია, რომ შედეგები არადამაჯერებელია, რადგან სასამართლო სისტემაში არაერთი პრობლემა არსებობს.

„კვლევა უყო ჩატარებული უმარტივესი მეთოდოლოგიით. რესპოდენტებს სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს. საბჭომ გადაწყვიტა, სეთი მეთოდოლოგიით ჩაეტარებინა ეს კვლევა, რომელსაც, მე ვფიქრობ, სათანადო ნდობა ვერ ექნება. გაგახსენებთ, რომ 2011 წელს სასამართლოს მიმართ ნდობა იყო 72% როგორც ამას კუბლაშვილი ამბობდა. ყველამ ვიცით, რა პრობლემებია სასამართლოში, სამართალწარმოების პროცესში, ვიცით ვადების ხანგრძლივობა რამდენად დიდ ზიანს აყენებს მოქალაქეებს, ვიცით საბჭოს მდგომარეობა და საზოგადოების კრიტიკა. გავიდეთ გარეთ თუ გნებავთ და ნებისმიერ მოქალაქეს დაველაპარაკოთ. ისინი გვეტყვიან, თუ რა შეხედულება აქვთ სასამართლოზე. აქ მოტანილი და ფურცელზე დაწერილი მოსაზრებები ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და ვერც იქნებ“,- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.