ნავასს „რეალიდან“ წასვლა უნდა
ნავასს „რეალიდან“ წასვლა უნდა

მადრიდის „რეალის“ მეკარეს კეილორ ნავასს კლუბის დატოვება სურს და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. გოლკიპერს მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამასთან, კოსტარიკელი ხვდება, რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდის პირველ მეკარედ ტიბო კურტუას მოიაზრებს.

მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მეკარის ძებნა, რომელიც ნავასს შეცვლის. ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ ნავასით „პარი სენ-ჟერმენი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ შემდეგ ფრანგებმა აღარ იაქტიურეს და მოლაპარაკებებიც არ დაწყებულა.

მადრიდელები მეკარის უსასყიდლოდ გაშვებას არ აპირებენ და მხოლოდ მის გაყიდვაზე დათანხმდებიან.