ნაუელ მოლინა იტალიური „რომას“ წევრი გახდება #1TVSPORT

21:15, 05.08.2026

იტალიური „რომა“ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველს, ნაუელ მოლინას შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური კლუბი 18 მილიონ ევროს გადაიხდის.

მოლინა მადრიდულ გუნდში 2022 წლიდან ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის მაისურით 181 მატჩი ჩაატარა.

ესპანეთში გადაბარგებამდე მოლინა „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი