ნატო შავ ზღვაში ყოფნის გაფართოებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენას განიხილავს
ნატო შავ ზღვაში ყოფნის გაფართოებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენას განიხილავს

ნატო შავ ზღვაში ყოფნის გაფართოებისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს მომავალში შავ ზღვაში ნატო-ს გემები წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სტეპან პოლტორაკთან არაფორმალური საუზმე გამართეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, რომ შავ ზღვაში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და უკრაინული ხომალდები გაათავისუფლოს.

„ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. ვხედავთ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ყოფნა შავ ზღვაში. უახლოეს დღეებში ნატოს ხომალდები შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ“ ,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.