ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ
ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე მყოფი ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამშაბათს განახორციელა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვართან, აღმოსავლეთ პოლონეთში მომხდარი აფეთქება. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კონტაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას შესაბამისი მომდევნო ნაბიჯების განსასაზღვრად. ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე. ასევე ჩვენი მზადყოფნაა, ვაგებინოთ რუსეთს პასუხი უკრაინულ საზოგადოებაზე მისი თავხედრი თავდასხმებისთვის მაშინაც, როდესაც „დიდი ოცეული“ შეკრებილია ომის უფრო ფართო შედეგებთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა ვუსამძიმრებთ პოლონეთსა და უკრაინაში მსხვერპლთა ოჯახებს“, – ნათქვამია კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იაპონიის ლიდერების განცხადებაში.