ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მივესალმები საქართველოში მთავრობისა და ოპოზიციის პოლიტიკურ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მივესალმები საქართველოში მთავრობისა და ოპოზიციის პოლიტიკურ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მეშტერჰაზი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ განცხადება ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გულითადად მივესალმები კვირას, მთავრობისა და ოპოზიციის პოლიტიკურ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე.

ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა დაეყრდნოს ამ შეთანხმებას, რათა ნდობა გაძლიერდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და განმტკიცდეს ქართველი ხალხის ნდობა დემოკრატიისადმი.

შეთანხმება და ერთობლივი განცხადება, რომელიც მას თან ახლავს, აჩვენებს რეალურ პოლიტიკურ ლიდერობას და დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენასობისადმი ერთგულებას. ამ პრინციპების დაცვა არის განუყოფელი ნაწილი ნატო-ში გაწევრიანებისა – იმ მიზნისა, რომელიც საქართველომ დაისახა.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, სწარაფად მიიღოს შეთანხმება და ყველა საჭირო საარჩვენო საკანონმდებლო ცვლილება და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ძალისხმევა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს.

ასევე, მივესალმები ერთობლივ განცხადებას, რომელიც ხაზს უსვამს ისეთ საკითხების გადაჭრას, რომელიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების შეუსაბამო პოლიტიზაცია და რომ ასეთი ქმედებები მომავალში თავიდან უნდა იყოს არიდებული.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდაჭერას, კერძოდ, საქართველოს პარლამენტთან ახლო დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობით. მე ველოდები შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან გაზაფხულის სესიაზე კიევში, რომელიც მაისშია დაგეგმილი და ჩვენ შემდეგ შეხვედრას საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოში“, – ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.