ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - უკრაინის მოკავშირეები რუსული ჯარების მოგერიების შესაძლებლობებთან დაკავშირებით პესიმისტურად არ უნდა განეწყონ
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - უკრაინის მოკავშირეები რუსული ჯარების მოგერიების შესაძლებლობებთან დაკავშირებით პესიმისტურად არ უნდა განეწყონ

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის მოკავშირეები რუსული ჯარების მოგერიების შესაძლებლობებთან დაკავშირებით პესიმისტურად არ უნდა განეწყონ.

რობ ბაუერმა კიევში ვიზიტისას მოკავშირეებს  უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.

ბაუერმა კიევში შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან გამართა.

როგორც სირსკი სოციალურ ქსელში განმარტავს, მათ საბრძოლო მასალების მიწოდებისა და საჰაერო თავდაცვის საკითხებზე იმსჯელეს.