ნატო-ს საჰაერო სარდლობა – ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაიფრინა, რის გამოც ლიეტუვის ბაზიდან უნგრულმა გამანადგურებლებმა დაიწყეს ოპერირება

00:15, 26.09.2025

ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაიფრინა, რის გამოც ლიეტუვის ბაზიდან უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა დაიწყეს ოპერირება, – ამის შესახებ ნატო-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში წერს.

„ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, რომელთა შორისაც იყო Su-30, Su-35 და 3x MiG-31, ბალტიის ზღვას ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაუფრინეს, რის შემდეგაც, საპასუხოდ, ლიეტუვის ავიაბაზიდან უნგრული Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულებას აჩვენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი