ნატო-ს ელჩები ავღანეთში გაუარესებულ ვითარებას განიხილავენ
ნატო-ს ელჩები ავღანეთში გაუარესებულ ვითარებას განიხილავენ

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩები განიხილავენ ავღანეთში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას და დედაქალაქ ქაბულში საელჩოების თანამშრომლების შემცირების ეროვნულ ღონისძიებებზე შეთანხმდებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავღანეთში ყოფნის თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, ნატო-მ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა და თავისი ჯარების უმეტესობა გაიყვანა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მაინც მუშაობს ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით არსებული ეროვნული მოქმედებების კოორდინაციის ფორუმი.

„თალიბანის“ წინსვლის საპასუხოდ, პენტაგონში ერთი დღით ადრე განაცხადეს, რომ 48 საათის განმავლობაში, ავღანეთში დაახლოებით 3 000 დამატებით ჯარისკაცს გაგზავნიან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში დასახმარებლად.