ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი ყუფარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. მან უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე.

გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.

ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2014 წელს მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.