ნათია თურნავა ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ავადმყოფურ ბოდვაზე ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას
ნათია თურნავა ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ავადმყოფურ ბოდვაზე ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას

ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინები, მაგრამ ავადმყოფურ ბოდვაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თქმითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები.

„ახლა მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცებს, სხვა არაფერი საქმე არ აქვთ სალაპარაკო, ვიღაც ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. უბრალოდ, სერიოზულად ვერ შევალ ამაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.