ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მართლაც საეტაპო მოხსენება წარადგინა, ჩვენი ხედვა და გეგმა არის საგნობრივი, დასაბუთებული
ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მართლაც საეტაპო მოხსენება წარადგინა, ჩვენი ხედვა და გეგმა არის საგნობრივი, დასაბუთებული

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მართლაც საეტაპო მოხსენება წარადგინა, ჩვენი ხედვა და გეგმა არის საგნობრივი, დასაბუთებული, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა.

„ეს მართლაც საეტაპო მოხსენებაა, რადგანაც, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ყოველთვის გვეამაყება ამის ხაზგასმა, მეორე მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პირველი 100 დღე გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა მთავრობის ხელმძღვანელობა. ძალიან საქმიანი მოხსენება იყო, ეს პერიოდი არის მართლაც მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ ვახერხებთ და ვებრძვით პანდემიას ისე, რომ ამავდროულად, ვავითარებთ ეკონომიკას; არ ხდება ეკონომიკის ჩაკეტვა და პირიქით, დაიწყო ეკონომიკური აღდგენა, დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა და ეს ასახულია რეალურ ციფრებში.

ხედავთ, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობაც არის, ლარი მყარდება, ამ ფონზე მართლაც ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, ექსპორტი, ძალიან ბევრი სასიკეთო რამ ხდება, ტურისტული მიმართულებით მათ შორის, ყველაფერი ეს არის ასახული, რავი მთავარია, არის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიმუშაოთ 10-წლიან გეგმაზე. ეს არის სტაბილური მომავალი, ეს არის მშვიდობიანი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი. აი, ამაზე გვქონდა ჩვენ დღეს საუბარი და ხედავთ, რამდენად საგნობრივია ეს ჩვენი გეგმა, ხედვა და რამდენად დასაბუთებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.