ნათია თურნავა აცხადებს, რომ ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროების გამოყოფის საკითხი ოფიციალურად არ განხილულა

10:59, 21.01.2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტებთან საუბრისას არ ადასტურებს, რომ კულტურისა და ენერგეტიკის სამინისტროები ცალკე გამოიყოფა.

„ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება, ვინაიდან მთავრობაში ოფიციალურად ეს ინიციატივა განხილული არ ყოფილა.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფას, ამ ეტაპზე, ესეც არ დგას დღის წესრიგში“, – აღნიშნა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი