ნათია მეზვრიშვილი - ცოტა სასაცილოა იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან მათ ომი გამოუცხადა
ნათია მეზვრიშვილი - ცოტა სასაცილოა იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან მათ ომი გამოუცხადა

ცოტა სასაცილოა იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან მათ ომი გამოუცხადა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.

„კრიმინალურ ავტორიტეტებს რაც შეეხება, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციები ცოტა სასაცილოა, სიმართლე გითხრათ, იმ მინისტრის დადანაშაულება კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაიმე ალიანსში და რაიმე კავშირში, რომელმაც ფაქტობრივად მოსვლის პირველი დღიდან ომი გამოუცხადა „ქურდულ სამყაროს“ და რომლის უწყებამაც თვე არ გავა, რომ არ დააკავოს „კანონიერი ქურდი“ ან ქურდული სამყაროს წევრი.

ელემენტარულად, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო 9 თვის განმავლობაში 52 პირი მარტო საქართველოს ფარგლებს შიგნით არის დაკავებული. აღარ ვსაუბრობ უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქტიურებულ მუშაობაზე“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.