ნათია მეზვრიშვილი - ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ინციდენტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ნათია მეზვრიშვილი - ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ინციდენტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

„ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება, ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებზე მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – განუცხადა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს.