ნათან აკე „სიტიდან“ „ფენერბახჩეში“ გადავიდა #1TVSPORT

11:57, 04.07.2026

თურქულმა „ფენერბახჩემ“ ნიდერლანდების ნაკრების მცველთან, ნათან აკესთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

31 წლის ფეხბურთელმა დატოვა „მანჩესტერ სიტი“. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

გასულ სეზონში აკემ 18 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი