„ნასიონალი“ არაბიძის იჯარას აფერხებს - გიორგი პორტუგალიაში მიემგზავრება #1TVSPORT
„ნასიონალი“ არაბიძის იჯარას აფერხებს - გიორგი პორტუგალიაში მიემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხისთვის ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიური „ნასიონალი“ გიორგი არაბიძის ქუთაისის „ტორპედოში“ გაშვებას აფერხებს.

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოთამაშის ტრანსფერი პორტუგალიურ კლუბს ეკუთვნის. „ნასიონალში“ 23 წლის გიორგი არაბიძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა, მაგრამ იჯარით „სამტრედიაში“ გაუშვეს.

ახლა კი ვითარება შეიცვალა და პორტუგალიელები ქართველ შემტევის იჯარაზე ქუთაისელებს ვერ უთანხმდებიან. გიორგი „ტორპედოში“ ვარჯიშობდა და ეგონა, რომ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 6 თვეში უმთავრდება, „ნასიონალი“ კი ქუთაისელებს არაბიძის იჯარაში დიდ თანხას სთხოვს.

ქუთაისის „ტორპედო“ კი მოლაპარაკებას აგრძელებს, რადგან კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ახალ გუნდში არაბიძეს დიდ როლს აკისრებენ.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად, გიორგი არაბიძე პორტუგალიაში მიემგზავრება და მენეჯერთან ერთად „ნასიონალთან“ საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეეცდება.