„ნარვა ტრანსი“ ქართველებმა დატოვეს - ბეგლარიშვილი ახალ კლუბში გადავიდა #1TVSPORT
„ნარვა ტრანსი“ ქართველებმა დატოვეს - ბეგლარიშვილი ახალ კლუბში გადავიდა #1TVSPORT

ესტონური საფეხბურთო კლუბი „ნარვა ტრანსი“ ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი არცელებს.

ვაჟა ნემსაძემ გუნდი სექტემბერში დატოვა, ახლა კი ნარველებს 25 წლის ფორვარდი სერგო კუხიანიძე, 26 წლის მცველი შალვა ბურჯანაძე და 34 წლის ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილიც დაემშვიდობნენ.

კუხიანიძემ ესტონეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა და კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ასევე სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბურჯანაძემ 31 შეხვედრაში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მართალია, ნოემბერში კლუბმა ზაქარია ბეგლარიშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ განაცხადა, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა გუნდი მაინც დატოვა და „ნიმე იუნაიტედში“ ჩაირიცხა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და პირველ დივიზიონში დაქვეითდა. ბეგლარიშვილმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლებით.

ბეგლარიშვილმა „ნარვა ტრანსის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.