„ნაპოლისთვის“ იანვარში გეორგი სუდაკოვის ტრანსფერი პრიორიტეტული იქნება #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იანვარში უკრაინელი გეორგი სუდაკოვი იქნება, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb-ი ავრცელებს.
უკრაინის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ამჟამად დონეცკის „შახტარის“ ღირსებას იცავს და მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.
სუდაკოვი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც როგორც ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. აქვს კარგი დარტყმა და პასი.
მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ფეხბურთელმა „შახტარის“ შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მოქმედი კონტრაქტი სუდაკოვს კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.