„ნაპოლიში“ სერიოზული ცვლილებები იგეგმება
„ნაპოლიში“ სერიოზული ცვლილებები იგეგმება

იტალიური „ნაპოლი“ უახლოეს სატრანსფერო ფანჯარას გუნდის გარდაქმნისთვის გამოიყენებს და ლიდერებს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტს იტალია“ ავრცელებს.

ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თვლის, რომ კლუბის ამჟამინდელი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა და „ნაპოლის“ სერიოზული ცვლილებები ესაჭიროება. ამას გუნდის ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოს მიანდობს, რისთვისაც მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

კონკრეტულად, სამხრეთიტალიური კლუბი აპირებს არკადიუშ  მილიკის, ალანის, კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულიამის გაყიდვას, რომელთა სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს.