„ნაპოლიში“ კორონავირუსი არავის დაუდასტურდა და გუნდი ვარჯიშს 10 მაისიდან იწყებს
„ნაპოლის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და გუნდი ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება, – ვკითხულობთ კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ მომზადება კლუბის ბაზაზე ჯერჯერობით ნებაყოფლობითია და ფეხბურთელებს შეუძლიათ, კვლავ სახლში ივარჯიშონ.
იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების უდიდეს ნაწილს კოვიდ19 ასევე არ დაუდასტურდა, თუმცა არიან გამონაკლისები: „მილანი“ და „სამპდორია“ (სამი შემთხვევა), „ფიორენტინა“ – ექვსი.
Terminati gli esami diagnostici, da domani 10 maggio presso il Training Center i calciatori del Napoli potranno svolgere allenamenti facoltativi individuali nel rispetto delle normative previste #ForzaNapoliSempre
— Official SSC Napoli (@sscnapoli) May 9, 2020