„ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დროებით შეჩერდა #1TVSPORT

21:42, 01.10.2023
Victor Osimhen of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Udinese Calcio at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 27 September 2023. (Photo by Franco Romano/NurPhoto via Getty Images)

იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულია.

ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტებსა და იტალიის მოქმედი ჩემპიონის წარმომადგენლებს შორის საუბარი ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

სიტუაცია გაართულა „ნაპოლის“ სოციალური ქსელის გვერდებზე გავრცელებულმა ვიდეომაც, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა დაცინვად აღიქვა „ბოლონიასთან“ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან „პარტენოპეის“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი