„ნაპოლისა“ და მარიო რუის შორის კონტრაქტი შეწყდა #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და მარიო რუის შორის კონტრაქტი შეწყდა #1TVSPORT

„ნაპოლისა“ და პორტუგიელ მცველს, მარიო რუის შორის სამუშაო ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბი ავრცელებს.

33 წლის ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებდა, თუმცა კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.

მარიო რუი „პარტენოპეიში“ 2017 წლიდან თამაშობდა. მან გუნდში ერთი სეზონი იჯარის წესით გაატარა, ხოლო 2018 წელს „ნაპოლიმ“ „რომადან“ 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ორი ტიტული მოიპოვა – 2020 წელს იტალიის თასს დაეუფლა, ხოლო 2023 წელს სერია A მოიგო.